Wednesday, October 21, 2015

მეცხრე დღის რეფლექსია

დღევანდელი დღე ძალიან საინტერესო იყო. მოვახდინეთ ჩვენი ნამუშევრების პრეზენტაცია. ზოგადად ძალიან კმაყოფილი ვარ ტრენინგით. ჩემთვის ძალიან საჭირო და საინტერესო იყო. ვისწავლე როგორ უნდა გავაკეთო პროექტი და დეტალურად გავწერო .აუცილებლად განვახორციელებ ამ პროექტს და სამომავლოდაც აქ მიღებულ ცოდნას გამოვიყენებ მოსწავლეებთან უკეთესი შედეგის მისაღწევად.დიდი მადლობა ტრენერს

მოსწავლის სავარაუდო ნამუშევარი

სასწავლო პროექტის პორტფოლიო

პორტფოლიოს სანახავად გადადით ბმულზე 

Tuesday, October 20, 2015

მერვე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ დღეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ტრენინგი. შევაჯამეთ ჩვენი გაკეთებული პროექტი, გადავანაწილეთ პროექტი კვირების მიხედვით, შევადგინეთ აქტივობების ჩამონათვალი, ვისწავლეთ გუგლ ფორმებში გამოკითხვების  ფორმების გაკეთება.ბლოგზე ვიდეოს ატვირთვა.

ძალადობა ქალზე

" სორაიას ჩაქოლვა"

გამოკითხვა პროექტისთვის

კითხვარის სანახავად გადადი ბმულზე

Monday, October 19, 2015

მეშვიდე დღის რეფლექსია

მე ვფიქრობ დღევანდელი დღე იყო საინტერესო, ვისწავლეთ სლაიდშოუს შაბლონის გაკეთება იმ მოსწავლეთათვის, ვისაც ეს სჭირდება.ასევე ბლოგზე ფონების შეცვლა და გაჯეტების დამატება. საჭირო ინფორმაცია იყო და გამომადგება მომავალში.

Thursday, October 15, 2015

მეექვსე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ სლაიდშოუში ვიდეოს დადება, ასევე მუსიკის დამატება და ეფექტების გაკეთება. მნიშვნელოვანი იყო ტრენინგის მეორე ნაწილი, მოსწავლეთა თვითშეფასების რუბრიკის გაკეთება, რაც აუცილებელია ყველა პროექტისთვის.

Tuesday, October 13, 2015

მეხუთე დღის რეფლექსია

დღეს ვისწავლეთ სლაიდ შოუს გაკეთება და საავტორო უფლებების დაცვა. საინტერესო იყო და აუცილებელი პროექტისთვის.

Tuesday, October 6, 2015

მესამე დღის რეფლექსია

ჩემი აზრით დღევანდელი ტრენინგი იყო საკმაოდ დატვირთული სიახლეებით, ვისწავლეთ როგორ უნდა დავწეროთ მიზნები და შედარება მოვახდინოთ ბლუმის ტაქსონომიასთან.ასევე დოკუმენტების შენახვა ელექტრონულ ფოსტაზე. საინტერესო იყო და ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოსაყენებელი.მადლობა ტრენერს

Thursday, October 1, 2015

მეორე დღის რეფლექსია

ჩემი აზრით ძალიან საინტერესო ტრენინგი იყო დღეს. გავიგე ჩემთვის საინტერესო ბევრი რამ , რაც დამეხმარება ჩემი პროექტი უფრო საინტერესო , მრავალფეროვანი და ორიგინალური იყოს. მადლობა